×
მე-1 სართული, 6 ბინაა თავისუფალი მე-2 სართული, 5 ბინაა თავისუფალი მე-3 სართული, 3 ბინაა თავისუფალი მე-4 სართული, 2 ბინაა თავისუფალი SOLD მე-5 სართული მე-6 სართული, 2 ბინაა თავისუფალი მე-7 სართული, 4 ბინაა თავისუფალი
SkyluxLisi By MyDevelopment ბუტიკის ტიპის პროექტია, რომელიც გამოირჩევა დაბალი - 7 სართულიანი განაშენიანებით და განსაკუთრებით მოსახერხებელი ადგილმდებარეობით.
პროექტამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ვაშლიჯვარის, ლისის და ნუცუბიძის პლატოების გზით ასევე ნუცუბიძის ქუჩიდან და მეტროსადგურ გოცირიძემდე (ყოფილი დელისი) მხოლოდ  8 წუთის ფეხით სავალი გზაა.
ჩვენი პროექტი მდებარეობს უბნის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ საცხოვრებელ ადგილას,  ქალაქის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ბუნებრივად მწვანე გარებოში. ლისის ტბა და  ტყეპარკი ჩვენი პროექტიდან ფეხით სავალ მანძილზეა.
პროექტიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები მთელს ქალაქზე რაც ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს და მშვენიერს ხდის.
    
პროექტი სრულადაა დაფინანსებული TBCBank-ის მიერ რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ პროექტის მშენებლობა დადგენილი ვადების განუხრელი დაცვით იწარმოებს და მობინადრეებს ბინები 2024 წლის აგვისტოში გადაეცემათ.
გამორჩეული ხარისხი და ბინების მდგომარეობა:
პროექტის პერიმეტრის კედლების სპეციალური თბოიზოლაცია მობინადრეების კომუნალური დანახარჯების 35%-მდე შემცირებას უზრუნველჰყოფს.
2 მეტრის სიგანის აივნები კი ნებისმიერი ტიპის გარე ავეჯის განთავსებისა და საღამოების აივანზე სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა.
ჩვენს პროექტში აბსოლუტურად ყველა ბინა ბარდება  მწვანე კარკასის კონდიციით.
მყიდველზე მორგებული გადახდის პირობები:
MyDevelopment-ის გუნდი მუდამ ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყოს სასურველი ბინის შეძენა. 
ლისის პროექტში მომავალ მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შიდა უპროცენტო განვადებით მშენებლობის დასრულებამდე რომლის დროსაც ეტაპობრივად  დაიფარება ბინის ღირებულების მხოლოდ 30% ხოლო დარჩენილი 70%-ს კი მობინადრე დაფარავს ბინის ჩაბარების დროს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მობინადრეებს საბანკო დაფინანსების საჭიროება დაუდგებათ კი, ჩვენმა გუნდმა ამაზეც იზრუნა და პარტნიორი ბანკები შეღავათიანი პირობებით უზრუნველყოფენ დაფინანსებას ყოველგვარი შემოსავლების დადასტურების გარეშე.