×
მე-3 სართული, 1 ბინაა თავისუფალი SOLD მე-4 სართული მე-5 სართული, 1 ბინაა თავისუფალი მე-6 სართული, 1 ბინაა თავისუფალი მე-7 სართული, 1 ბინაა თავისუფალი SOLD მე-8 სართული მე-9 სართული, 1 ბინაა თავისუფალი მე-10 სართული გაყიდულია
Aroma Residence By MyDevelopment მთელს უბანში გამორჩეული  არქიტექტურის მქონე პროექტია, რომელიც გამოირჩევა დაბალი - 9 სართულიანი განაშენიანებით, მიწის ზედა ორდონიანი ავტოსადგომით, შემინული აივნებით და გამწვანებული ტერასული ტიპის სახურავით.
ჩვენი ვაზისუბნის პროექტი მდებარეობს უბნის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ საცხოვრებელ ადგილას, ბუნებრივად მწვანე გარებოში, რომლის დამატებით გამწვანებასაც ჩვენი გუნდი უზრუნველჰყოფს.
პროექტიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები მთელს ქალაქზე, მთაწმინდასა და წავკისის მთებზე რაც ცხოვრებით ყოველდღიური ტკბობის საშუალებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
 პროექტი სრულადაა დაფინანსებული TeraBank-ის მიერ რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ პროექტის მშენებლობა დადგენილი ვადების განუხრელი დაცვით იწარმოებს და მობინადრეებს ბინები 2025 წლის აგვისტოში გადაეცემათ.
პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია კიდევ ერთი დამატებითი გარანტიაა მობინადრეებისთვის პროექტის დადგენილ დროში და შეთანხმებული ხარისხით ჩაბარებისა.
Aroma Residence  By MyDevelopment ერთ-ერთი ის იშვიათი პროქტია ქალაქის მასშტაბით, რომლის ექსპლუატაციაში მიღებაც წინასწარ აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებად აღებული კომპანიას კონკრეტული თარიღის მითითებით და 2026 წლის 01 იანვრამდე პროექტი გარანტირებულად იქნება მიღებული ექსპლუატაციაში.
გამორჩეული ხარისხი და ბინების მდგომარეობა:
Aroma Residence By MyDevelopment
-ი არის ის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა როდესაც გარე პერიმეტრზე გამოყენებულია ორმაგი დათბუნების მქონე 40 სმ სისქის თბოიზოლაციური ბლოკი.
    დამატებით ყველა იატაკის და ჭერის დათბუნება კი მობინადრეების კომუნალური დანახარჯების 35%-მდე შემცირებას უზრუნველჰყოფს.
ნაწრთობი მინით გაკეთებული აივნის თეჯირების საშუალებით საცხოვრებელი ოთახიდანაც შესანიშნავი და შეუზღუდავი ხედები იშლება.
ჩვენს პროექტში აბსოლუტურად ყველა ბინა ბარდება სრული მწვანე კარკასის კონდიციით.
მყიდველზე მორგებული გადახდის პირობები:
MyDevelopment
-ის გუნდი მუდამ ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყოს სასურველი ბინის შეძენა. 
ვაზისუბნის პროექტში მომავალ მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შიდა უპროცენტო განვადებით მშენებლობის დასრულებამდე რომლის დროსაც ეტაპობრივად  დაიფარება ბინის ღირებულების მხოლოდ 35% ხოლო დარჩენილი 65%-ს კი მობინადრე დაფარავს ბინის ჩაბარების დროს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მობინადრეებს საბანკო დაფინანსების საჭიროება დაუდგებათ კი, ჩვენმა გუნდმა ამაზეც იზრუნა და პარტნიორი ბანკები შეღავათიანი პირობებით უზრუნველყოფენ დაფინანსებას ყოველგვარი შემოსავლების დადასტურების გარეშე.